ჩვენს შესახებ / ხელმძღვანელი
Avtandil Tataradze ავთანდილ თათარაძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნეფროლოგია საქართველოში. განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და ვარშავის ტრანსპლანტაციის ინსტიტუტში. არის საქართველოს დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის გამგეობის წევრი, ასევე ნეფროლოგიის საერთაშორისო საზოგადოების (International Society of Nephrology) და ევროპის დიალიზისა და ტრანსპლანტაციის ასოციაციის (ERA-EDTA) წევრი.

ავთანდილ თათარაძე არის უროლოგიის ეროვნული ცენტრის ნეფროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ასევე მოწვეული სპეციალისტი საქართველოს არაერთ წამყვან კლინიკაში.

არის რამოდენიმე საერთაშორისო კლინიკური კვლევის მონაწილე და პუბლიკაციების ავტორი. ასევე ათეულობით მნიშვნელოვანი საერთაშორისო ნეფროლოგიური კონფერენციის წამყვანი და მონაწილე.

2015 წლიდან დააარსა და სათავეში ჩაუდგა ჩვენს კლინიკას ქალაქ ბათუმში. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. თავისუფლად საუბრობს ინგლისურ, რუსულ და პოლონურ ენებზე.