ჩვენს შესახებ

/

კლინიკა

პაციენტი იმსახურებს ზრუნვას მხოლოდ საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად. ჩვენი კლინიკის ადამიანური და ტექნიკური რესურსები სრულადაა მობილიზებული ამ მიზნის მისაღწევად.

ჩვენ ვეცნობით პაციენტის პიროვნებას და ვცდილობთ გავიგოთ მისი საჭიროებები ფიზიკური და ემოციური თვალსაზრისით. გუნდური მუშაობის პრინციპი კი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თითოეულმა თანამშრომელმა შეასრულოს მისთვის განსაზღვრული როლი პაციენტის საჭიროების გათვალისწინებით.

ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ პაციენტს აქვს უფლება აარჩიოს ის ადგილი, სადაც ის საუკეთესო მომსახურებას მიიღებს. პაციენტზე ზრუნვა ჩვენი არსებობის ერთადერთი მიზეზია.

დიალიზის და ნეფროლოგიის ცენტრი (დნც) დაარსდა საქართველოში, ქ. ბათუმში 2015 წელს გამოცდილი ნეფროლოგების ჯგუფის მიერ. დღეისათვის დნც არის ყველაზე მსხვილი თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ასევე ერთადერთი ცენტრი დასავლეთ საქართველოში, სადაც ტარდება თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის სრული სპექტრი (ჰემოდიალიზი, პერიტონეული დიალიზი, თირკმელგადანერგილი პაციენტების მართვა, სისხლძარღვოვანი მიდგომის უზრუნველყოფა). კლინიკა 20 საწოლიანია და აღჭურვილია Fresenius-ის წარმოების აპარატურით (გერმანია).