მკურნალობა / კლინიკური ნეფროლოგია
კლინიკური ნეფროლოგია წარმოადგენს მედიცინის დარგს, რომელიც შეისწავლის თირკმლების ნორმალურ მუშაობას, მათ დაავადებებსა და მკურნალობას.



დიალიზის და ნეფროლოგიის ცენტრში წარმოებს ნეფროლოგიური დაავადებების სრული სპექტრის მართვა, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ჩათვლით. ჩვენს კლინიკაში ტარდება ინსტრუმენტული (ექოსკოპია, რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია), ლაბორატორიული (სისხლისა და შარდის ანალიზები) და ინვაზიური (თირკმლის ბიოფსია – რომელსაც მრავალი ნეფროლოგიური დაავადების მართვაში გადამწყვეტი როლი აკისრია) გამოკვლევები.